„ვაქცინაცია ადამიანების ცხოვრების გასაკონტროლებლად კი არა, მათი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო“ – აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს კომპანიებს, ვისაც 100-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, დარწმუნდნენ, რომ ყველა თანამშრომელი აცრილია, ან ყოველკვირეულად იტარებენ ტესტირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამსახურს დაკარგავენ.
„ეს წესები არის იმისთვის, რომ დასაქმებულები უსაფრთხოდ იყვნენ და ბიზნესები არ დაიხუროს“, – განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, იაზრებს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა არაპოპულარულია ბევრი მიზეზით, თუმცა, აღნიშნავს, რომ აცრა ადამიანების ცხოვრების გასაკონტროლებლად კი არა, არამედ მათი სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო.
„წელს კორონავირუსისგან 400 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა და თითქმის ყველა არავაქცინირებული იყო. ვაქცინაცია ათასობით ამერიკელის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები