დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელი პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.