ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0958 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0914 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4964 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები