უჩვეულო შემთხვევა საქართველოში – რაჭაში ციური სხეული დაეშვა

რაჭაში უჩვეული შემთხვევა მოხდა. რაჭის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ ნათება შენიშნეს. მოვლენა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მისი ამსახველი ფოტოები კი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. როგორც რაჭის სამაშველო სამსახურის უფროსი სოსო აბუთიძე აცხადებს, ციური სხეული საჩხერის მხრიდან ამბროლაურის მიმართულებით დაეშვა.
,,ჩვენგან ეს ჩანდა კარგად. საჩხერიდან გადმოვიდა და ამბროლაურის მიმართულებით ჩავარდა, დაახლოებით, კილომეტრნახევარში. არც ცეცხლის ალი და არც კვამლი არ შეინიშნებოდა“, – ამბობს სოსო აბუთიძე.
უჩვეულო შემთხვევას სპეციალისტები უკვე სწავლობენ. აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას განცხადებით, აღნიშნული მეტეორი რომ ყოფილიყო, ჩამოვარდნის შემთხვევაში, მას ხმა ექნებოდა.
„დაინახეს რაღაც ობიექტი, რომელიც ანათებდა და მერე გაქრა. რაღაც კვალი დატოვა. დაცემის ხმა არ გაუგიათ. ძალიან ძნელია მასალის გარეშე რამის თქმა, თუ ეს მეტეორიტი იყო და თუ ის დაეცა, მაშინ აუცილებლად ხმა უნდა ყოფილიყო, მათ თქვეს, რომ ხმა არ იყო, იყო მხოლოდ კვამლი. არ არის გამორიცხული, ეს უბრალოდ ყოფილიყო რაკეტა“, – განაცხადა მაია თოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები