რომის პაპი ოჯახში ძალადობას სატანურ სისასტიკესთან აიგივებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ოჯახში ძალადობა სატანურ სისასტიკეს შეადარა.

პონტიფიკოსის თქმით, რომელმაც საკუთარი აზრი ტელეკომპანია TG5-ის ეთერში გამოთქვა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვი უკიდურესად დიდია და თავად პრობლემა ადრეულ გადაწყვეტას მოითხოვს.

პაპი აქამდეც გმობდა ამ ფენომენს, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა კორონავირუსული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების დროს, რა დროსაც მსხვერპლსა და სახლის ტირანს ერთ სივრცეში ყოფნა უწევდათ.

გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 11 წუთში ერთი ქალი ან გოგონა იღუპება ოჯახში ძალადობის შედეგად.

ამავდროულად, ეს მოვლენა ყველაზე მეტად გავრცელებულია აზიის ქვეყნებში, ხოლო ევროპაში ოჯახური ძალადობის ყველაზე დაბალი დონეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები