ჯანმო – „სჯობს საშობაო ღონისძიებების გაუქმება, ვიდრე დაკარგული სიცოცხლეების გლოვა“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ქვეყნებს მოუწოდებს – ყველა საშობაო შეკრება გააუქმონ, „ომიკრონის“ შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე.
ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ „სჯობს ღონისძიებების გაუქმება, ვიდრე – შემდეგ მიღებული ლეტალური შედეგები“.
„ყველას მოგვბეზრდა პანდემია. ყველას გვინდა შობის აღნიშვნა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, თუმცა, ამის გასაკეთებლად ყველაზე სწრაფი გზა რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, რაც ჩვენი და გარშემომყოფების დაცვას უკავშირდება. ეს კი, ბევრ შემთხვევაში, საშობაო ღონისძიებების გაუქმებას ნიშნავს, თუმცა, ღონისძიებების გაუქმება სჯობს, ვიდრე – დაკარგული სიცოცხლეების გლოვა“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო კვლევების მიხედვით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანებში, რომლებმაც კოვიდინფექცია გადაიტანეს.
https://www.euronews.com/2021/12/21/better-to-cancel-christmas-events-than-grieve-later-who-chief-w