ნიუ-იორკში კოვიდის შემთხვევები მკვეთრად იზრდება, ჰოსპიტალიზაცია კი – არა

ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ რეკორდულად მაღალია – ქალაქში გასულ დღე-ღამეში ვირუსით 22 478 ადამიანი დაავადდა. ქალაქის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, დეივ ჩოკშის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი არ იმატებს.
„ამჟამად ნიუ-იორკის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით ათასობით ადამიანია მოთავსებული. ეს, დაახლოებით, მეოთხედია, გასული წლის ზამთრის პიკთან შედარებით“, – განაცხადა ჩოკშიმ.
მისივე თქმით, ნიუ-იორკში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია, „ომიკრონთან“ გასამკლავებლად კი ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და მოსახლეობამ „ბუსტერდოზები“ მიიღოს.
ჩოკშის ინფორმაციით, ქალაქში ტესტირებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები