რუსეთმა ქვეყნიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა
რუსეთიდან, საპასუხო ნაბიჯის სახით, ორი გერმანელი დიპლომატი გააძევეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს უწყებაში გერმანიის ელჩი, გეზა ანდრეას ფონ გაიარი იყო დაბარებული.
ელჩს ასევე უთხრეს, რომ “რუსული მხარე უცვლელად ადეკვატურად უპასუხებს ბერლინის ნებისმიერ პოტენციურ კონფრონტაციულ თავდასხმას მომავალში“.
გასულ კვირას, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელისთვის უვადო პატიმრობის მისჯის ფონზე, ბერლინმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.