ბრიტანეთში “ომიკრონის” შტამს 12 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით – “ომიკრონით” გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.

ბრიტანეთის ვიცეპრემიერის, დომინიკ რააბის განცხადებით, ინგლისის მთავრობა უარს ამბობს შობის წინ შეზღუდვების გამკაცრებაზე.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევებმა რეკორდულ დონეს მიაღწია, ოფიციალური პირები და მინისტრები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ უახლესი ტალღის სრული ეფექტი ჯერ კიდევ არ ჩანს.
“ომიკრონის” შტამი პირველად გასულ თვეს სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა და უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსის ეს ვარიანტი ყველაზე სწრაფად გავრცელებადია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები