ისნის გამგებელი – ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსზე: ექსპერტიზის დასკვნით, საცხოვრებლად ვარგისია

“ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება”, – ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა ჟურნალისტებს ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია და ბინებში მოსახლეობის დაბრუნება უკვე დაიწყეს.

„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსახლეობის შეყვანა კორპუსში. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ, დილის 09:00 საათიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ.
რაც შეეხება ზარალს, მისი დათვლა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, თუ რა სახის ზარალი არის მიყენებული თითოეულ ოჯახზე, რომელიც დაზარალდა და შემდეგ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები