“ამერიკას მძიმე ზამთარი ელის” – მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას “ომიკრონის” შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ ომიკრონის გავრცელების გამო ამერიკას მძიმე ზამთარი ელის. მისი თქმით, “დელტა” ვარიანტის გამო, ჯანდაცვის სისტემა ისედაც რთულ ვითარებაშია.
CNN-ის ეთერში მთავარმა ინფექციონისტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაიკეთონ “ბუსტერ” დოზები, ასევე, ყველა დახურულ სივრცეში ატარონ ნიღაბი.
“ჩვენ ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან “ომიკრონი” სულ უფრო გაართულებს სიტუაციას მომდევნო კვირებსა და თვეებში, ზამთრის განმავლობაში,” – განაცხადა ფაუჩიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, “ომიკრონის” შემთხვევები დღენახევრიდან სამ დღემდე პერიოდში ორმაგდება. ფაუჩის თქმით, აშშ-ში შტამი დომინანტური უახლოეს კვირებში გახდება.