ელისო ბოლქვაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონს ონლაინ ფორმატში შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონთან.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს პროექტი, რომელიც ეხება 2022 წლის ივნისში სიქსტეს კაპელაში სამშვიდობო გალა კონცერტის ორგანიზებას.
„აღნიშნული კონცერტი გაიმართება საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციის, ჟოზე აველინო ბეტანკურის ჩართულობით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.