“ალიანსი კი არ აძლიერებს სხვა ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ სხვა ქვეყნები აძლიერებენ მას” – ზელენსკიმ ნატო-ში შესვლის ვადებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში მაშინ გაწევრიანდება, როდესაც ალიანსში მიხვდებიან, რომ მას სხვა ქვეყნები აძლიერებენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკი, დუდა და ნაუსედა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში “ლუბლინის სამკუთხედის” ფარგლებში შეხვდნენ. “ლუბლინის სამკუთხედის” ფორმატი ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დეკლარაციის შედეგად, 2020 წლის ზაფხულში შეიქმნა, პოლონეთის ქალაქ ლუბლინში. მხარეები ამ ფორმატში განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა.

როგორც ზელენსკიმ თქვა, „უკრაინა ან უკრაინის მსგავსი ქვეყნები ნატო-ს მხოლოდ მაშინ შეუერთდებიან, როდესაც ნატო გააცნობიერებს, რომ ალიანსი კი არ აძლიერებს სხვა ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ სხვა ქვეყნები აძლიერებენ მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები