გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, რამაზ გერლიანს ახლობლები ეძებენ

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, რამაზ გერლიანს ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებენ.
გერლიანმა გუშინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც ის არავის უნახავს.
როგორც მისი ახლობელი “ფეისბუქში” წერს, რამაზ გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს.
“მეგობრებო, ყველას ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი, თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ სასწრაფოდ დარეკოთ ნომერზე – 597146522
ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან.
გადააზიარეთ პოსტი, უმორჩილესად გთხოვთ”, – წერს სალომე შავიანიძე.

როგორც”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები