ტრანსგენდერია თუ არა ბრიჯიტ მაკრონი? – საფრანგეთის პირველი ლედი მედიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე, ბრიჯიტ მაკრონი ჟურნალ Faits & Documents-ს სასამართლოში უჩივლებს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,  თითქოს, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია.

ჟურნალის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

კონსპიროლოგების მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი სქესის შეცვლამდე ჟან-მიშელ ტრონიე იყო (ტრონიე, ბრიჯიტ მაკრონის გვარია).

ბრიჯიტ ტრონიე ემანუელ მაკრონის ფრანგულის მასწავლებელი იყო. ის ქმარზე 24 წლით უფროსია.

წყვილს საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ მაკრონმა მეუღლის პირველი ქორწინებიდან სამი შვილი იშვილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები