გურამ მაჭარაშვილი – გიორგი კალანდაძის დაკავებაზე: მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის, გიორგი კალანდაძის დაკავებას გამოეხმაურა.
„უცხოეთში ადამიანის დაკავება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად. ის, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ესა თუ ის პიროვნება უნდა იქნეს დაკავებული და ამასთან დაკავშირებით შესაბამისად არსებობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ხელშეკრულებები, ნიშნავს იმას, რომ ვერცერთი პიროვნება, ეს იქნება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, თავს ვერ დააღწევს დანაშაულს, თუკი ასეთი აქვს ჩადენილი და თუკი დადასტურდება რა თქმა უნდა მართლმსაჯულების მხრიდან. დანარჩენი პოლიტიკური შეფასებები არ მგონია, რომ იყოს მართებული იმიტომ, რომ მართლმსაჯულება ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან და ადამიანები, ვისაც აქვს ჩადენილი და დადასტურდება დანაშაული, ამ შემთხვევაში, ესეც უნდა იყოს კიდევ ერთხელ გამიჯნული პოლიტიკისგან”, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი კალანდაძე გერმანიაში გუშინ დააკავეს.