ამირან გამყრელიძე: კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ” დოზის გაკეთების შემდეგ მანეიტრალიზებელი ანტისხეულები სისხლში „ომიკრონის“ შტამის მიმართ საკმაოდ იმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ბუსტერ” დოზის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ” დოზის გაკეთების შემდეგ მანეიტრალიზებელი ანტისხეულები სისხლში „ომიკრონის“ შტამის მიმართ საკმაოდ იმატებს და მისი დაცვა თითქმის 90%-მდე ადის.

“დღეს საქართველოში 2 384 000 აცრა არის ჩატარებული. აქედან დაახლოებით 1 300 000 აცრა არის „ფაიზერი“, დაახლოებით 700 000 არის „სინოფარმი“ და 200 000-მდე აცრა ჩატარებულია „სინოვაკი“. ასევე, დაახლოებით 150 000-მდე აცრა ჩატარებულია „ასტრაზენეკათი“.

კვლევებმა აჩვენა, რომ მესამე, „ბუსტერ” დოზის გაკეთების შემდეგ საკმაოდ იმატებს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები სისხლში „ომიკრონის“ შტამის მიმართ და მისი დაცვა უკვე ადის თითქმის 90%-მდე. ამიტომაც, უმეტესი ,,ბუსტერი,, ჩვენთანაც, დაახლოებით, 48 000-მდე ბუსტერი არის გაკეთებული და იქედან 85% არის „ფაიზერი“. ასევე არიან ადამიანები, ვინც ჩინური ვაქცინის ბუსტერს იკეთებს და კვლევებით დადგენილია, რომ მესამე დოზად ჩინური ვაქცინის გაკეთების როგორ ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს. თუმცა, ჯერჯერობით, ეს კვლევები ნაკლებია „ომიკრონთან“ მიმართებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბუსტერიზაცია და მესამე დოზა ახალ გარემოებებთან მიმართებით ხდება აუცილებლად გამოსაყენებელი, რათა ჩვენ უფრო კარგად ვიყოთ დაცული ახალი შტამისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები