გერმანიაში რამდენიმე ბავშვს, შეცდომით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეუყვანეს

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე რამდენიმე ბავშვს, შეცდომით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიყვანეს, რომელიც მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის გამსაოყენებლად, ჯერჯერობით, ნებადართული არ იყო.

ამის შესახებ dpa წერს.

აღინიშნება, რომ ქალაქ ოლპეში, ვაქცინაციის ცენტრში ბავშვებს Moderna-ს ვაქცინა გაუკეთეს, რომელსაც ჯერ არ მიუღია ავტორიზაცია ევროპული მარეგულირებლისგან. ბავშვები Pfizer-ით უნდა აცრილიყვნენ.

შეცდომა თითქმის მაშინვე გაირკვა. მშობლებს მომხდარი შეატყობინეს, ასევე, მათივე თხოვნით, პოლიციას შეატყობინეს.

ბავშვებს, რომელთა ზუსტი რაოდენობა და ასაკი არ ზუსტდება, ვაქცინაციის ცენტრიდან გასვლისას საგანგაშო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

ვაქცინაციის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით პროცედურები გადაიხედება, რათა მსგავსი შეცდომები აღარ იყოს დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები