ლიეტუვა მზად არის, უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს
უკრაინის საზღვრებთან ათი ათასობით რუსი სამხედროს მობილიზების ფონზე, ლიეტუვა მზად არის, უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა ყველა საშუალებით და ლიეტუვა მზადაა ამისთვის, მათ შორის, უკრაინაში ლეტალური იარაღის გადაცემისთვის“, – განაცხადა მინისტრმა, თუმცა, არ დაუზუსტებია, რა სახის იარაღზეა საუბარი.
„ახლა პირდაპირ ამაზე არ გიპასუხებთ, ეს არის მრავალმხრივი შეთანხმების საკითხი, რადგან ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო, არა მხოლოდ იარაღის დონორი და მიმღები, არამედ – მწარმოებელი და მიმწოდებელიც“, – განაცხადა ანუშაუსკასმა.
ლიტვის მზადყოფნაზე უკრაინაში სასიკვდილო იარაღის გადაცემის შესახებ ანუშაუსკასმა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ქრისტინე ლამბრეხტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ლიტვაში თავისი ქვეყნის ჯარისკაცების მოსანახულებლად ჩავიდა. როგორც ცნობილია, გერმანიისა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ნატო-ს პარტნიორებს უთხრას, როგორ ააშენონ თავიანთი პოლიტიკა ან მოაწყონ ევროპის დაყოფა „გავლენის სფეროებად“.