ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მთავარი არსებული რეგულაციების აღსრულებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
მისი თქმით, ამ დროისთვის მთავარი არსებული რეგულაციების აღსრულებაა.
“შეზღუდვების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ახლა მიმდინარეობს მუშაობა მათ აღსრულებაზე. მე პირადად მქონდა უკვე შემთხვევები, მომთხოვეს ე.წ. მწვანე პასპორტი და ეს ძალიან კარგია, რომ კონტროლი იყოს, თუმცა, მაინც მეტია საჭირო. როგორც ასეთი, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით – “ომიკრონით” ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები