დევი ტაბიძე: ჩვენ ისე გადავალთ „მეექვსე ტალღაში“, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ

“შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან, ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ “მეექვსე ტალღაში”, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. “მეხუთე ტალღის” სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ტაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები