ოკუპირებული აფხაზეთი ნიკარაგუაში საელჩოს ხსნის, დანიშნულია ე.წ. ელჩიც

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ნიკარაგუაში ე.წ.ელჩად ინარ ლადარია დანიშნა.

ნიკარაგუაში ე.წ.საელჩო 2022 წელს გაიხსნება.

ნიკარაგუა იმ 5 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა.

რაც შეეხება ე.წ. ელჩს – ინარ ლადარია 1989 წლის 10 ნოემბერს გუდაუთაში დაიბადა. დაამთავრა ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2014 წელს დაასრულა ასპირანტურა, 2018 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში “ინგლისური ბიზნეს ენის” პროგრამის ფარგლებში. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები