ინალ არძინბა დღეს სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებას გამართავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა დღეს სოჭში რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებას გამართავს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეები გეგმავენ აზრთა გაცვლას “აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, ასევე, საგარეო პოლიტიკის კოორდინაციასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე”.
დღევანდელი შეხვედრა ინალ არძინბასთვის ე.წ მინისტრის რანგში ლავროვთან პირველი შეხვედრაა.