ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფონდს ქმნის
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC) ავღანეთის დასახმარებლად ჰუმანიტარული სამიზნე ფონდს ქმნის.
შესაბამისი რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული ისლამაბადში OIC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სესიაზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, მათ შორის, სხვა საერთაშორისო მხარეებთან პარტნიორობით.
რეზოლუციის ავტორებმა ისლამური განვითარების ბანკს 2022 წლის პირველი კვარტლისთვის ჰუმანიტარული სამიზნე ფონდის ამოქმედების მოწოდებით მიმართეს.
OIC-მა ასევე მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, ისლამურ ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, წვლილი შეიტანონ ავღანეთის ჰუმანიტარული სამიზნე ფონდში და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ ქვეყანას.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 მუდმივ წევრ ქვეყანას აერთიანებს.