სირია შესაძლოა, კუხო-ში მიიღონ?!

დამასკოში 19 დეკემბერს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის რუსეთ-სირიის მეგობრობის კომიტეტმა განიხილა სირიის, როგორც დამკვირვებლის ჩართვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ).

სააგენტო აღნიშნავს, რომ კუხო-ში სირიის გაწევრიანების თემა შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, დიმიტრი საბლინმა წამოჭრა, რომელმაც „იმედი გამოთქვა, რომ სირია, როგორც დამკვირვებელი, ჩაერთვება ОДКБ-ს მუშაობაში”.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 1992 წელს ტაშკენტში დაარსდა.

მასში შედიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ორგანზიაციის წესდებაში წერია, რომ ის არის რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის გამოცხადებული მიზნებია “მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კოლექტიურ საფუძველზე დაცვა”.

ОДКБ-ს ამოცანაა, დაიცვას ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიული და ეკონომიკური სივრცე ჯარებისა და დამხმარე დანაყოფების ერთობლივი ძალისხმევით, ნებისმიერი გარე სამხედრო და პოლიტიკური აგრესორებისგან, საერთაშორისო ტერორისტებისა და  ფართომასშტაბიანი სტიქიური უბედურებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები