საფრანგეთში მეჩეთების დახურვის გამო, ირანში უკმაყოფილება გამოთქვეს

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში და ირანში ადამიანის უფლებათა შტაბის მდივანი, ქაზემ კარიბაბადი მოუწოდებს პარიზს, გადახედოს საკუთარ ანტიმუსლიმურ კანონებს.

ამის შესახებ მან საფრანგეთში 21 მეჩეთის დახურვის კომენტირებისას თქვა, – იუწყება IRNA.

„დასავლური მიდგომის მიხედვით, ირანში ტერორისტები არიან ადამიანის უფლებების დამცველები, ხოლო რელიგიის თავისუფლება მათ ქვეყნებში ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის ტოლფასია. ჩვენ მოვუწოდებთ საფრანგეთს, გადახედოს საკუთარ ანტიმუსლიმურ კანონებს, რომლებიც მიმართულია საფრანგეთში მცხოვრები 5,5 მილიონი უმცირესობის, მათი სალოცავი ადგილების, საგანმანათლებლო და სხვა ცენტრების წინააღმდეგ“, – დაწერა კარიბაბადი Twitter-ზე.

​რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული 99 მეჩეთიდან 21 დაიხურა და კიდევ ექვსი შემოწმების პროცესშია. აღნიშნული კი  “სეპარატიზმთან ბრძოლის” ფარგლებში ხდება.

კერძოდ, კანონი, რომლის სახელწოდება თავდაპირველად იყო “სეპარატიზმის შესახებ კანონი” და შემდგომ გახდა „კანონი, რომელიც აძლიერებს რესპუბლიკის პრინციპების პატივისცემას“, რომელიც პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოაცხადა, მიღებულ იქნა მიმდინარე წლის აგვისტოში.

კანონპროექტი გააკრიტიკეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ძირითადად, გაერო-მ, იმ მოტივით, რომ ის მუსლიმებზეა გამიზნული და ხელს უწყობს დისკრიმინაციას.

როგორც მინისტრმა თქვა, შემოწმებული კიდევ 36 მეჩეთის საქმიანობას განსაკუთრებული ცვლილებები არ განუცდია, რადგან მათი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება რესპუბლიკის კანონებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ექსტრემიზმთან დაკავშირებული რამდენიმე რელიგიური ნაგებობაა, ზოგადად, საფრანგეთში მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები