ბელგიაში, კოვიდშეზღუდვების გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა

გასულ უქმეებზე ბრიუსელში კოვიდშეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

კვირას ბრიუსელში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები ვაქცინირებულებისთვის ე.წ. თავისუფალი ზონის გამოყოფას ითხოვდნენ და აპროტესტებდნენ საყოველთაო შეზღუდვებს.

ქვეყანაში ასევე, სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა საპროტესტო აქცია ჩატარდა.

ცნობილია, რომ 1-ელი იანვრიდან ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებს 3- თვიანი ვადა მიეცემათ სრული იმუნიზაციის ჩასატარებლად.

ორივე საპროტესტო აქციის დროს პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული შესაძლო არეულობების გასანეიტრალებლად.

წყარო:https://www.euronews.com/2021/12/19/new-covid-measures-and-restrictions-spark-protests-across-europe-inciting-anger

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები