“დასასრული არ უჩანს” – ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთმა მსოფლიოს COVID-19-ის გამო კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მთელმა მსოფლიომ 60 ტრილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

როგორც მან Fox News-ის ეთერში თქვა, COVID-19-ის გაჩენის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მაგრამ მათ ასეთი სახსრები არ აქვთ.

”ჩინეთს მოუწევს გადახდა. გააკეთოს რაღაც, გადაიხადოს რეპარაციები. ჩინეთს არ აქვს საკმარისი თანხა ამ კომპენსაციების გადასახდელად. მე მჯერა, რომ მთელს მსოფლიოში, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, 60 ტრილიონი დოლარის ზარალი იყო მიყენებული. ჩინეთს არ აქვს 60 ტრილიონი დოლარი. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. საშინელებაა, რაც მათ გაუკეთეს მსოფლიოს. საშინელებაა და ამას დასასრული არ უჩანს“, – თქვა ტრამპმა.

ამავდროულად, ამავე ინტერვიუში ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს “მკვლელი” უწოდა.

ტრამპმა თქვა, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთის ლიდერთან კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე.

„ის მკვლელია, მაგრამ მე მასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. როდესაც COVID-19 მოვიდა, სხვა ისტორია დაიწყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები