ნიდერლანდები სრულ „ლოკდაუნზე“ გადადის

ნიდერლანდების ხელისუფლება, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მკაცრ შეზღუდვებზე გადადის. ქვეყნის პრემიერმინისტრის, მარკ რუტის განცხადებით, ქვეყანაში დაიკეტება საცალო და არაპირველადი საქონლით მოვაჭრე დაწესებულებები, ასევე – რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები, თეატრები, სკოლები და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გუშინვე ამოქმედდა და ძალაში 14 იანვრამდე დარჩება.
„ძალიან მიმძიმს ამის თქმა. ნიდერლანდები სრულ „ლოკდაუნს“ კვლავ აამოქმედებს. ეს გარდაუვალია, რადგან მეხუთე „ტალღა“ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე გვიახლოვდება. ახალი შტამი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება. ამიტომ, საჭიროა პროცესებში ჩარევა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნა მარკ რუტმა.

მოსახლეობისთვის მხოლოდ ჰიპერმარკეტები და აფთიაქები იმუშავებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე, იკრძალება ყველა სახის შეკრება გარე სივრცეში, სადაც 2 ადამიანზე მეტი მოიყრის ერთად თავს.

წყარო:https://www.aljazeera.com/news/2021/12/18/dutch-pm-rutte-netherlands-will-go-into-lockdown-from

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები