წალენჯიხაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხაში წუხელ, გვიან ღამით ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები