ფილიპინებს დამანგრეველი სუპერტაიფუნი “რაი” დაატყდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 169 ადამიანია დაღუპული.
300 ათასამდე ადგილობრივი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.
BBC წერს, რომ ქარის სიჩქარე 195 კმ/ს-ა შეადგენდა.
სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. “წითელი ჯვრის” წარმომადგენლების თქმით, სტიქიის შედეგად ბევრი სახლი, საავადმყოფო, სკოლა და სხვა საზოგადოებრივი ცენტრი მთლიანად განადგურდა.
ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს – განსაკუთრებით – წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ ცნობების გამო.
შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ვითარებას „საშინელებას“ უწოდებენ. დინაგატის კუნძულების გუბერნატორმა, არლენ ბაღაომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტაიფუნმა რეგიონი, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა.