ირაკლი ანთაძე: ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ყველაფერი კეთდება, რომ თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს

“ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე გელა გოჭოშვილი”, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

„გელა გოჭოშვილის უკანონო დაკავების მომენტიდან, გააქტიურდა ცხელი ხაზი და პროცესში ჩაერთნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამოქმედდა ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გელა გოჭოშვილის ოჯახში დაბრუნება, ამასთანავე, მსურს აღვნიშნო, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ ყველაფერს რათა თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს“, – გაანცხადა ანთაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები