“აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავს” – ნიუ-იორკში კორონავირუსის შემთხვევები ყოველ სამ დღეში ორმაგდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება აშშ-შიც, ნიუ-იორკში კოვიდის დღიური რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – 1 დღეში 21 908 ადამიანი დაინფიცირდა. ორშაბათს ნიუ-იორკში სულ 8266 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ჯეი ვარმა ამბობს, რომ კორონავირუსის მონაცემები ყოველ სამ დღეში ორმაგდება.
“მსგავსი აქამდე არასოდეს გვინახავს,” – დაწერა მან “ტვიტერზე”.
ნიუ-იორკის მერი არავაქცინირებული პირებისთვის კიდევ უფრო მეტი აკრძალვის დაწესებას გეგმავს.