მეუფე იოანე: დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება

“მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს”, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი აცხადებს.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება.

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მას, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“,-აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები