ამირან გამყრელიძე: 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, ორს კი ამ დრომდე სწავლობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დადასტურდა, ორს კი ამ დრომდე სწავლობენ.

„ჩვენს რეგიონში, ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში, სეკვენირებით, არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, ორ შემთხვევაში, კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება“, – განუცხადა გამყრელიძემ „ქრონიკას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები