რატომ შეშინდა მსოფლიო, თუ “ომიკრონი” მძიმედ მიმდინარე დაავადებას არ იწვევს – სპეციალისტების განმარტება

მკვლევრები ჯერ კიდევ სწავლობენ კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ამიტომ ძნელია გადაჭრით თქმა, ფართო მასშტაბით, იწვევს თუ არა ომიკრონი მსუბუქ დაავადებას.

მეცნიერებმა ერთი რამ დაზუსტებით იციან – ახალი შტამი ძალიან გადამდებია. ამის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომიკრონი იწვევს უფრო მსუბუქ დაავადებას, ძალიან ბევრი შემთხვევა გადატვირთავს მოუმზადებელ ჯანდაცვის სისტემებს,” – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

შემთხვევების პიკური მატება კი, შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს ისეთი ძლიერი ქვეყნებისთვისაც, როგორიც აშშ-ა, სადაც მოახლოებული დღესასწაულების პარალელურად, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს.

ასევე, რაც ყველაზე დიდ ეჭვებს იწვევს, არის კოვიდის შემდგომი მდგომარეობა – მეცნიერებმა არ იციან, რამდენად ხანგრძლივი ან მძიმე არის პოსკოვიდური პერიოდი ომიკრონის შემდეგ, რადგან ახალი შტამი მხოლოდ ნოემბერში აღმოაჩინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები