კახა კუჭავა: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. კულტურის დიდმა მოამაგემ, მთელი ცხოვრება უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას მიუძღვნა. ეს საგანძური თაობებს გადაეცემა და მის სახელს უკვდავყოფს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს, ჩვენს ქვეყანას”,- წერს კახა კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები