არჩილ თალაკვაძე: მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქორეოგრაფის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქორეოგრაფის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

წავიდა სხვა მხარეში დიდი მამულიშვილი, გამორჩეული გურული და ერთი უკეთესი კაცი!

“ერთ ქართულ ხალხურ სიმღერას, ერთი ცხოვრება არ ეყოფაო” – ასე ამბობდა ხშირად.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”.- წერს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები