საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს. სტუმრებს შორის არის საქართველოში ამერიკის ელჩი – კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ფორმატით გაიმართება ღონისძიება და რა საკითხებზე ისაუბრებენ შეხვედრაზე.
ღონისძიება მედიისთვის დახურულია.