ლადო კახაძე: სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვას გამოეხმაურა.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, აღნიშნულს მხარს სრულიად საქართველო უჭერს.

“სრულიად საქართველოს არცერთი ბინდარი არ არის, ვინც მხარდაჭერას არ გამოთქვამს ამ კანონის მიმართ. ამიტომ, ნებისმიერი ოპონენტი დამარცხებულია.
რაც შეეხება რეკლამას, სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია, არავის შეერგება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები