თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ბიძა, რომელიც თბილისში 2 დღის წინ ჩამოფრინდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.
თემურ ალასანიას განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას, რა საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.
„ვესაუბრე ამერიკის კონსულსა და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.