მერაბ კობიაშვილი: არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება

“ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება”, – ამის შესახებ მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი უდანაშაულოდ ცნობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისა და სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე“, – აღნიშნა მერაბ კობიაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის თებერვალში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები მერაბ კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცხელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები