გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.
მერაბ კობიაშვილის ადვოკატის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ნაწილში 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა კობიაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნია, შესაბამისად, დამნაშავედ 2-მა მსაჯულმა ცნო, რაც ხმათა უმრავლესობით გამამართლებელ ვერდიქტს ნიშნავს.
რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი ამ ნაწილში სრულად, ერთხმად გაამართლეს.
ცნობისთვის, 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.