ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება, ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა

ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა. მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს სახელმწიფომ ამ მიმართულებით 25 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

“დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და, შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ შვიდი მილიონი იხარჯებოდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები