ირანისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდებისთვის აშშ-მ 3 ქართული კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, აშშ-მ 40 საერთაშორისო, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა და სანქციები დაუწესა.

ეს კომპანიებია: Gensis Engineering; ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოში რეგისტრირებული ეს კომპანიები საექსპორტო კონტროლს არღვევენ და აშშ-ს საგარეო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ირანის თავდაცვის ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდების მცდელობა სწორედ მათი საშუალებით ხორციელდებოდა.

საქართველოს გარდა, “შავ სიაში” ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთში რეგისტრირებული კომპანიებიც მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები