ბერძენი მიტროპოლიტი COVID-19-ით დაღუპულებს “თვითმკვლელებს” უწოდებს
ბერძენმა მიტროპოლიტმა, ჰერმანმა კორონავირუსით გარდაცვლილებს “თვითმკვლელები” უწოდა და თქვა, რომ მათ დაკრძალვაზე არ დადის
ამის შესახებ მან ერთ-ერთი მრევლის შესაბამისი შინაარსის თხოვნის საპასუხოდ დაწერა.
მიტროპოლიტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში 89 წლის მიტროპოლიტი, ჰერმანი წერს, რომ ეკლესიის ისტორია სავსეა უთანხმოებებითა და განხეთქილებებით და ამის მიზეზია „ქრისტიანი ხალხის ეგოიზმი და დაუმორჩილებლობა ეკლესიის მუდმივი წარმომადგენლებისადმი – ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსების, პატრიარქების, ადგილობრივი და საეკლესიო კრებების.”
იმ რეაქციებზე საუბრისას, რომელიც აქვთ ანტივაქსერებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც არ უნდათ პირბადის ტარება და ჯანმო-ს ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება, მიტროპოლიტი თვლის, რომ ამის მთავარია მიზეზია – “ეგოიზმი და წმიდა სინოდის, ასევე, ეპისკოპოსების დაუმორჩილებლობა სხვადასხვა ცნობილი საბაბით“.
„რეალობა კი ისაა, რომ მხოლოდ საბერძნეთში კორონავირუსით 18 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენი გარდაიცვალა ვაქცინაციის გამო? 2, 3, 5? და ნუ გვეუბნებიან, რომ მედია სიმართლეს არ წერს“, – ნათქვამია წერილში.
მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აცრებს, არ არიან კარგები და ჭეშმარიტად მორწმუნეები.
“და ბოლოს, მე ვხედავ სხვა კატეგორიის დისიდენტებს. ესენი არიან პარტიული ლიდერები, რომლებიც არ იცრებიან იმისთვის, რომ მსოფლიო მმართველებს აუჯანყდეს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ კორონავირუსისგან დაღუპული სასულიერო პირები და საერო პირები თვითმკვლელები არიან და მათ დაკრძალვაზეც არ მივდივარ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ჰერმანმა.