ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით, სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიამ” სტრასბურგის სასამართლოში მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სარჩელი გააგზავნა.

მამუკა ჩხიკვაძის ადვოკატის, ნიკა ლეგაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

“მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაგზავნილია უკვე ფაქსით. იმედია, რამდენიმე საათში მივიღებთ უკვე პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის,  დავარწმუნოთ ევროპული სასამართლო, რომ ბატონი მამუკას სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები