კრემლი – გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: არასასიამოვნო ეპიზოდია, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი კანცლერ ოლაფთან დიალოგის დამყარებას
რუსეთი კატეგორიულად არ ეთანხმება ბერლინის სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნას, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
”ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ დასკვნასა და ამ ფორმულირებას,” – თქვა მან.
რაც შეეხება გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას, პესკოვმა თქვა, რომ ეს არასასიამოვნო ეპიზოდია, მაგრამ მან არ უნდა იქონიოს გავლენა ორმხრივი ურთიერთობების დამყარების პერსპექტივაზე ახალი კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობასთან.
„არასასიამოვნო ეპიზოდებს განეკუთვნება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა პრეზიდენტ პუტინსა და ახალ კანცლერს შორის დიალოგის დამყარების პერსპექტივაზე“, – თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, არის თუ არა რაიმე გეგმები ამ დიალოგის დამყარებასთან დაკავშირებით, პესკოვმა დადებითად უპასუხა.
“რა თქმა უნდა. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ისინი დაიწყებენ ასეთი კონტაქტის დამყარებას”, – განაცხადა მან.