ოკუპირებულ გუმისთაში, დამწვარ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში კერძო ერთსართულიანი სახლი დაიწვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, დილის 08:00 საათზე მოხდა.

სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლამდე სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის ადგილზე მაშველებმა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს, მისი ვინაობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები