პუტინი დაინტერესებულია ზელენსკისთან დიალოგით – კრემლში საუბრის პირობები დაასახელეს

“პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებით”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა  დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, “ნებისმიერი დიალოგი უნდა იყოს: ა – გასაგები, ბ – მომზადებული, გ – ორიენტირებული კონკრეტული შედეგის მიღწევაზე”.

15 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმატისთვის. მისი აზრით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს “ჩრდილოეთ ნაკად2”-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარება.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას მან განიხილა რუსული გაზსადენის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები